26 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
"რუსთავში ძალიან მაღალი აქტივობაა - ვინც ჯერ არ მოსულა საარჩევნო უბანზე, მოვუწოდებ, მოვიდეს" - დავით კირკიტაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 26-ე ნომერმა, დავით კირკიტაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კირკიტაძე ამბობს, რომ მან ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცა.

"რუსთავში არის ძალიან მაღალი აქტივობა და მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც გამოვიდა და გააკეთა არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის. მოვუწოდებ იმ ხალხს, რომლებიც ჯერ არ მოსულა საარჩევნო უბანზე, მოვიდნენ და ხმა მისცენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან დღეს გვაქვს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის. ყველა რუსთაველი და ქვეყნის ყველა მოქალაქე აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა, ჩვენი შვილების ნათელი მომავალი და ღირსეული სიბერე ჩვენი ხანდაზმულების, არის ჩვენს მჭიდრო ინტეგრაციაში და, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრობაში," - აცხადებს კირკიტაძე.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები