აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა.
მისი თქმით, აფხაზური ენის დასაცავად, მეტი ღონისძიება განხორციელდება.
"27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განვახორციელოთ მის დასაცავად.