27 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე: ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული "ქართული ოცნებისაგან" დაკომპლექტებულ მთავრობას - რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ ქვეყნის უმრავლესობას!

"მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული "ქართული ოცნებისაგან" დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა", - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეუთო/ოდირის მისიის განცხადებებს სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, მოსახლეობის უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებს.

მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული "ქართული ოცნებისაგან" დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა.
რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, ეგ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ ქვეყნის უმრავლესობას!

ეუთო - "მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას."

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა - "დიდი მადლობა ყველა დელეგაციას თანამშრომლობისთვის და რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას." 
ნახვამდის, მომავალ 2028 წლის არჩევნებამდე!" - წერს ქადაგიძე.

დღის ამბები