27 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
"რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებსა და წუწუნს, თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას რეალურად გამარჯვების შანსი არ აქვს და ემზადება, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ასეთი კანონი და ასეთი დახვეწილი სისტემა, არ გააჩნია ევროპის თითქმის არცერთ ქვეყანას, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე, გაყალბებას თეორიულად ვერ ექნებოდა ადგილი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აღნიშნავდნენ მის გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას", - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპონენტების განცხადებებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ქადაგიშვილის თქმით, "პარლამენტი უფლებამოსილია, რომ მუშაობა დაიწყოს და დაიწყება კიდეც."

"ეს არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შეენარჩუნებინათ ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ყოფილიყო ერთგული თავისი ტრადიციების და სწორედ ამ გზით გვევლო ევროპისკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებსა და წუწუნებს, ამას ხომ ჩვენ თავიდანვე, არჩევნების დაწყებამდე ვამბობდით, რომ ოპოზიციას რეალურად გამარჯვების შანსი არ აქვს, ის ემზადება იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს.

პარლამენტი უფლებამოსილია, რომ თავისი მუშაობა დაიწყოს და ეს დაიწყება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები