ოპოზიციის განმარტებებს მმართველი გუნდი მორიგ დასტურად მიიჩნევს, რომ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და ისინი მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება გამოძიება ცესკო-ს მიმართვისა და საერთაშორისო მოწოდებების საფუძველზე დაიწყო. უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის და საჯარო ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს.
“პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არჩევნები თითქოს და არის ტოტალურად გაყალბებული, რაც რა თქმა უნდა არის სისხლის სამართლის დანაშაული თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასეა და შესაბამისად, როდესაც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ,“ – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.