31 ოქტომბერი 2024,   11:01
ვრცლად
სამდღიანი გლოვა ესპანეთში - წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ასამდე გაიზარდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ვალენსია დააზარალა, სწორედ ამ რეგიონიდან არის დაღუპულთა უმეტესობაც.

დატბორილია ათობით მუნიციპალიტეტი - ამ დრომდე, გადაკეტილია გზები, მაგისტრალები, ხიდები, რის გამოც მაშველთა ჯგუფებს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა უჭირთ.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ერთი წლის ნორმა ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა. ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.

დღის ამბები