31 ოქტომბერი 2024,   11:01
ვრცლად
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა - 8 განხილული საჩივრიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. 15 საჩივრიდან კომისიამ 8-ზე იმსჯელა და არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ და მას უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს.

“მე საჩივარი მქონდა იმ დღეს დაწერილი, დილით შევიტანე, რომ უბანზე შეინიშნებიან არაუფლებამოსილი პირები, ეწევიან აგიტაციას, არიგებენ ფულს და იყვნენ არა 100 მეტრის რადიუსში არამედ, სადღაც, 10-20 მეტრის რადიუსში უბნებიდან. დღეს დავუსვი კითხვა - რატომ არ ჰქონდათ რეაგირება იმ დღეს, როცა არჩევნებზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მყისიერად იმ დარღვევას, რომელიც მე დავაფიქსირე და მიპასუხეს, რომ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი ორგანო,“ - აცხადებს “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ელისო ჯანაშია.

“ჩვენ გვქონდა დღეს 8 საჩივარი, ეს ეხებოდა როგორც გარე პერიმეტრს, ისე პროცედურულ დარღვევებს. ამ პროცესის დროს, როდესაც ჩვენ მიმოვიხილავდით, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლის მხრიდან წამოვიდა ძალიან შეურაცხმყოფელი ფრაზები ჩვენს მიმართ - [რომ ვართ] პარაზიტები, პროვოკატორები, გვაქვს კავშირი კრიმინალებთან. შესაბამისად, ამის ფონზე, მას მოუწია დაეტოვებინა სხდომა. რაც შეეხება საჩივრებს, მინდა გითხრათ, რომ ამ 8 საჩივრიდან არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა,“ - აცხადებს ფოთის №70-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე
სალომე როდონაია.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისია დარჩენილ 7 საჩივარს დღეს საღამოს განიხილავს.

დღის ამბები