31 ოქტომბერი 2024,   11:01
ვრცლად
“სალომე ზურაბიშვილი რომ არ თვლიდეს თავს უფრო მაღლა მდგომს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართველი ხალხია, ის რა თქმა უნდა წარადგენდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში“ - არჩილ გორდულაძე

პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიება ცესკო-ს მიმართვისა და საერთაშორისო მოწოდებების საფუძველზე დაიწყო. უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის და საჯარო ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ქართველ ხალხზე მაღლა თვლის და სწორედ ამიტომ, არ ასაჯაროებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

“სალომე ზურაბიშვილი რომ არ თვლიდეს თავს უფრო მაღლა მდგომს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართველი ხალხია, ის რა თქმა უნდა წარადგენდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენება, ფაქტი იმისა, რომ ეს ადამიანი არ სცემს პატივს არც ჩვენს კანონმდებლობას, არც ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მხოლოდ სხვისი ხელიდან და გავლენიანი ძალის ხელში მართული მარიონეტია,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები