23 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
British Airways-ის პილოტი ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროში გარდაიცვალა

British Airways-ის პილოტი კუნძულ სენტ-ლუსიის კურორტზე, ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროში გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

47 წლის მამაკაცი თვითმფრინავის მთავარი პილოტი იყოს. მედიის ინფორმაციით, ის სასტუმროს ჰოლში ტურისტების თვალწინ დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად რეისი, რომელიც ვიო-ფორტიდან ლონდონში უნდა გაფრენილიყო, გადაიდო.

British Airways-ის ინფორმაციით, პილოტის გარდაცვალება მოულოდნელი იყო, რის გამოც ძალიან დამწუხრებულები არიან. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები