"ვიცნობ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდიდან. არ გამკვირვებია ის გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო, რადგან სამართლებრივ საკითხებში ის ყოველთვის იყო შეუვალი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში", - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ახალაია, სოციალურ ქსელში.
ახალაია იწონებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში შემავალი უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ის მოუწოდებს მოსამართლეს, მედგრად იყოს, მართლმსაჯულების სისტემის მსახურებს კი ხუჭუას "ვირუსის" გადადებას უსურვებს.
"ვიცნობ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდიდან. არ გამკვირვებია ის გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო, რადგან სამართლებრივ საკითხებში ის ყოველთვის იყო შეუვალი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში. ყოჩაღ კოლეგავ. არაფრად გიღირს თანამდებობა თუ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეგიძლია. ვიცი ისევ ბევრი შენი კოლეგა დაგესხმება თავს, მაგრამ მედგრად იყავი. შენ გაბედე და სამართალი აღასრულე. მეც ასე მესხმოდნენ თავს 2000 წელს, როცა პროკურორის თანამდებობა საჯაროდ, პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან ხდებოდა ამერიკელების მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული, პროკურატურის სისტემის რეფორმის საბოტაჟი, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ პროკურატურა უარეს მდგომარეობაშია ვიდრე შევარდნაძის დროს. ვისურვებდი შენი "ვირუსი" გადაედოს მართლმსაჯულების ბევრ მსახურს", - წერს როლანდ ახალაია.