"ნაციონალურ მოძრაობას" და სიას, რა თქმა უნდა, ისინი ტანდემში მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ, მერე სწყინთ ეს განცხადებები", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
არჩილ გორდულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელების განხილვის მიმდინარეობას ეხმიანება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ საიამაც და ნაციონალურმა მოძრაობამაც მოიპოვა ისეთი მტკიცებულება, რომელსაც წყალი არ გაუვა. ეს მტკიცებულება არის მიხაილ რუსეთის განცხადება პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მან თქვა, რომ 75% შემთხვევაში, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მათი ხმის ფარულობა დაცული ყოფილიყო. მაგრამ, დაავიწყდა, როგორ ჩატარდა არჩევნები მოლდოვაში, როგორ ჩატარდა ლიეტუვაში. კიდევ ერთი მაგალითია, ორმაგი სტანდარტებისა ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებისა, რომელიც არანაირ თანასწორუფლებიანობას არ გულისხმობს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და სიას, რა თქმა უნდა, ისინი ტანდემში მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ, მერე სწყინთ ეს განცხადებები. რეალობა და ფაქტები კი ერთია, არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ, მაგრამ ურცხვად ცდილობენ, რომ როგორმე 26 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაცია სცადონ," - ამბობს არჩილ გორდულაძე.