ხმაური და დაპირისპირება ცესკოს შენობასთან - ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან გამართული აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოს ჭიშკარი ჩაკეტეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცესკოს ეზოს გარეთ დარჩა, რამაც ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცველებმა მაინც მოახერხეს ჭიშკრის დაკეტვა. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ხმაურობენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.
ავტორი: ნანა გოგატაძე