14 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ან წერა-კითხვა არ იციან, ან არიან ჩვეულებრივი მატყუარები" - არჩილ გორდულაძე სიების ჩახსნაზე

"ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ან წერა-კითხვა არ იციან და სამართლის ნორმების გაგება არ შეუძლიათ, ან არიან ჩვეულებრივი მატყუარები," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"პარლამენტის წევრობის არცერთ კანდიდატს, ან პარტიას, რომელმაც მოიპოვა მანდატები არჩევნების შედეგად, არ აქვს უფლება, პარლამენტის პირველ სხდომამდე ჩახსნას სიები ან უარი განაცხადოს პარლამენტში შესვლაზე. არც იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ სიაში მყოფი ადამიანების უფლებამოსილებები არ იყოს ცნობილი.

ის, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელა - როცა სიები ჩახსნეს და არ მისცეს თავიანთ წევრებს შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წვერები გამხდარიყვნენ, ახლა შეუძლებელია სამართლებრივად. სულ ორი ვარიანტია - ან "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წერა-კითხვა არ იციან და სამართლის ნორმების გაგება არ შეუძლიათ, ან არიან ჩვეულებრივი მატყუარები, მავნებლები და ცდილობენ, საზოგადოებას თავს კიდევ ერთხელ მოახვიონ ცრუ ნარატივი", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები