"ქართველმა ხალხმა, უმრავლესობით აირჩია "ქართული ოცნება". შესაბამისად, სახალხო ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას და კონსტიტუციურად პარლამენტის პირველ სხდომაზე გაფორმდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნება, ხოლო უმცირესობის ნების გამოხატვა, უმეცარი ოპოზიციის ხელშია - შეხვალთ და საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენთ პარლამენტში და არ შესვლით, საკუთარი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა მოგიწევთ, რაც სრულ მარგინალიზაციამდე მიგიყვანთ", - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას ვერანაირი გავლენა, პოლიტიკურ პროცესზე ვერ ექნება და საქართველოში უმცირესობების გავლენა, უმრავლესობაზე წარსულს ჩაბარდა.
"ახალი მოიფიქრეს უსამშობლოებმა - ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებსო. ქართველმა ხალხმა, უმრავლესობით აირჩია "ქართული ოცნება". შესაბამისად, სახალხო ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას და კონსტიტუციურად პარლამენტის პირველ სხდომაზე გაფორმდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნება, ხოლო უმცირესობის ნების გამოხატვა, უმეცარი ოპოზიციის ხელშია - შეხვალთ და საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენთ პარლამენტში და არ შესვლით, საკუთარი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა მოგიწევთ, რაც სრულ მარგინალიზაციამდე მიგიყვანთ. ასე რომ - ვერანაირი გავლენა, პოლიტიკურ პროცესზე თქვენ, ვერ გექნებათ. გინდ აღიარეთ და გინდ არა. საქართველოში უმცირესობების გავლენა, უმრავლესობაზე წარსულს ჩაბარდა. ვის რაში ადარდებს, გვარამიას, ვაშაძის, ხაზარაძის და გახარიას ვნებები, აღქმა-განწყობები? არ შეხვალთ პარლამენტში და ძალიან კარგი, საკუთარ თავს ღირსეულ ადგილს მიუჩენთ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე", - წერს ზურაბ ქადაგიძე.