14 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არ ვართ ამის წინააღმდეგი, იმიტომ, რომ შეგვიძლია წარვადგინოთ ყველა ის ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნების დღეს და შემდეგ - ეკა გიგაური

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში გაიმართა. არასამთავრობოების თქმით, ელჩს ყველა იმ მტკიცებულება გადასცეს, რაც 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა ასახეს.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები რა ხდებოდა არჩევნების დღეს. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არის, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას. ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ ყველა ის ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგ, თუმცა არ ვიცი, ეს არ არის გადაწყვეტილი", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები