დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "თბილისერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. საკადრო ცვლილებებზე კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სხდომაზე განიხილეს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტიც. ითქვა რომ სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
შენობა მუნიციპალური საწარმოს საკუთრებაა, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით კომპანია "ლოჯიკ გრუპს" გადაეცა. საინვესტიციო პროექტს მმართველი კომპანია მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით განახორციელებს, ჩატარდება რემონტი და რეკონსტრუქცია.