14 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ნებისმიერი შეხვედრა უცხოელებთან არის აბსოლუტურად არაფრის მომტანი, თუ იქ მტკიცებულებები არ აქვთ და ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულებები არ აქვთ - გურამ მაჭარაშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში გაიმართა. არასამთავრობოების თქმით, ელჩს ყველა იმ მტკიცებულება გადასცეს, რაც 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა ასახეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეხვედრა უცხოელებთან არის უშედეგო. პარტიის "ხალხის ძალას" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ გააჩნიათ.

"ნებისმიერი შეხვედრა უცხოელებთან არის აბსოლუტურად არაფრის მომტანი, თუ იქ მტკიცებულებები არა გაქვთ და ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულებები არა აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი წყალწაღებული შეხვედრები, რომლებსაც შედეგი და ეფექტი ვერანაირად ვერ ექნება. დადიან, ალბათ მათ პატრონებს რომ დააჯერონ, რომ ისინი რაღაცას ფორხილობენ იმ ფულის გადმორიცხვის სანაცვლოდ, რაც გადმოურიცხეს", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები