გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს.
როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, შოლცმა თავდაპირველად კენჭისყრა 15 იანვარს დანიშნა, მაგრამ მზარდმა ზეწოლამ აიძულა თარიღი შეეცვალა.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ვადამდელ არჩევნებზე ოლაფ შოლცის ნაცვლად თავდაცვის მინისტრი ბორის პისტო-რიუსი იყოს.