ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 200-მდე გაიზარდა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ისრაელის თავდაცვის ძალებში კი განმარტავენ, რომ ლიბანში "ჰეზბოლას" საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური მოკლეს. ასევე აღმოაჩინეს და გაანადგურეს მიწისქვეშა გვირაბი ქვეყნის სამხრეთით, სადაც სამეთაურო ოთახი და იარაღის შესანახი ობიექტები იყო.
თავის მხრივ, საპასუხო ქმედებების შესახებ იტყობინება "ჰეზბოლა". იყო შეტაკებები სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მებრძოლებსა და ისრაელის ჯარებს შორის. შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი ისრაელის ჯარისკაცებშიც.