"ბუნებრივია, ამ ხალხის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ისინი ჟანგბადით ამარაგებენ, რაც არ უშველის, მაგრამ ეს არის მცდელობა," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის შეფასებით, "რადიკალური ოპოზიციის პატრონები ცდილობენ, ბოლო მაშველი რგოლები გადაუგდონ თავიანთ აგენტურას საქართველოში".
"ღიად უჭერენ მხარს იმ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ამბობს, რომ დამარცხების მიუხედავად, უნდა რევოლუციური სცენარები წარმართოს და ა.შ. მინიმუმ, რაღაც თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, რომ ასეთი ტიპი ადამიანებს შეხვდე, მას შემდეგ, რაც მილიონ 200 000-მა ქართველმა, გადაწყვიტა, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა.
ბუნებრივია, ამ ხალხის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ისინი ჟანგბადით ამარაგებენ, რაც არ უშველის, მაგრამ ეს არის მცდელობა.
ახლა, რადიკალური ოპოზიციის პატრონები ცდილობენ, ბოლო მაშველი რგოლები გადაუგდონ თავიანთ აგენტურას საქართველოში,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.