"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს არჩევნებში მანიპულაცია ოპოზიციას დააბრალოს, რათა არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლობა არ აიღოს.
მისი განმარტებით, საარჩევნო პროცესში რაიმე ტიპის მანიპულაციისთვის ოპოზიციას არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა.
"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ოპოზიციას რაიმე საარჩევნო მანიპულაცია დააბრალოს, როდესაც ოპოზიციას ამის ელემენტარული ბერკეტებიც კი არ გააჩნია. ეს ემსახურება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლობა არ აიღოს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.