საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართავს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური მოძრაობა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ანა დოლიძის ბოლო დღეების განმავლობაში გამოხატულ აგრესიას პირველი არხის ჟურნალისტებისა და მთლიანად ორგანიზაციის მიმართ. როგორც ჩანს, ქალბატონი დოლიძე ცდილობს, გარკვეული დაპირისპირების პროვოცირებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრიმინაციას.
პირველ რიგში, ჩვენს შეშფოთებას იწვევს აქციების დროს მისი აგრესია ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, რამაც შესაძლოა, უკონტროლო პროცესი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ჟურნალისტის და მასთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის უსაფრთხოებას, თავი რომ დავანებოთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. კატეგორიულად ვგმობთ ამგვარ ქმედებას და მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“, ასევე, სხვა პოლიტიკურ აქტორებს, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებსა და ჩვენს მედიაორგანიზაციასთან ურთიერთობისას დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის წესები," -წერია განცხადებაში.