საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მათ ამის არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ და ასეთი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
"რეალურად, არავითარი ასეთი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეუთო/ოდირმაც ბოლომდე ყველანაირი საფუძველი გამოაცალა, მათ ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი. შესაბამისად, ეს არის რაღაც ისტერიული მსჯელობები, რაც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის რიგებში. გუშინ, ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. მან, რეალურად, პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად, ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია პრეზიდენტის სასახლე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.