საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კონცერტი გაიმართა. ცენტრში საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები იყო მოწყობილი.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ანსამბლ "საგალობლის" მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო.
ღონისძიების დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე, სხვა მომღერლებთან ერთად, წარადგენენ თაკო გაჩეჩილაძე, გია ნიკოლაძე, ნინი ქარსელაძე, კახა კუხიანიძე, მარიკა თხელიძე და "ქუჩის ბიჭები".