03 იანვარი 2025,   15:39
ვრცლად
"გვქონდეს მაგიდაზე ორი ფიგურა - როგორც შევხვდებით მომავალი წლის მასპინძელს, ისე გაგვიმასპინძლდება იგი მთელი წლის განმავლობაში" - მიხეილ ცაგარელი

ჩინური ჰოროსკოპით, 2025 წელი გველის წელია. უფრო ზუსტად, ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს არის "მწვანე ხის გველის წელი". მათთვის, ვისაც ასტროლოგია აინტერესებს - "კურიერში", 21:00 საათზე, თქვენ ნახავთ სიუჟეტს სპეციალისტების რჩევებით, როგორ უნდა შევხვდეთ 1 იანვარს, რა უნდა იდოს სუფრაზე, რა ფერი უნდა იყოს დომინანტური და როგორი სამოსია წელს აქტუალური.

"როგორც შევხვდებით მომავალი წლის მასპინძელს, ისე გაგვიმასპინძლდება იგი მთელი წლის განმავლობაში. გვქონდეს მაგიდაზე ორი ფიგურა - დრაკონისა და გველის; დავდოთ პატარა რაოდენობით, მაგალითად, რძე ან რაიმე რძის ნაწარმი, ხოლო დრაკონთან წინ შეიძლება დავდოთ პატარა ხორცის ნაჭერი და ავანთოთ სანთლები 11:30-ზე. სანთლებთან როგორ ვმუშაობთ - მადლობას ვუხდით წინა წელიწადს. 3 რაიმე სურვილს ჩავუთქვამთ მას. ჯობს, რომ ნაკლებად იყოს ფინანსური", - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

დღის ამბები