საქართველოს 5 ქალაქში - გორში, რუსთავში, თერჯოლაში, ბორჯომსა და ქობულეთში, მთელი დღის განმავლობაში, მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუ, ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.
მოწყობილია თემატური ფოტო-გადაღების სივრცეები. დღის ბოლოს, გაიმართება გალაკონცერტი.
საზეიმო ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყო და უკვე 59 ქალაქში ჩატარდა.