28 მარტი 2025,   15:34
ვრცლად
ბესო ხარძიანის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც ადეიშვილი ბიზნესმენებს იბარებდა. დაიბარეს და განუცხადეს, კუს ტბაზე რომ ზიხარ, უნდა გადაიხადო 5 მლნ. დოლარიო - მამაჩემმა თანხების მოძიება დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა - ხარძიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლისა და ქონების წართმევის შესახებ საუბრობს.

      როგორც ხარძიანის შვილი ჰყვება, მამამისის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი დაიბარა და კუს ტბის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

      ამასთან ის იხსენებს, რომ იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაართვა სასტუმრო. მისივე განცხადებით, მათი სტილი ეს იყო.

      "ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, იმდროინდელი გენერალური პროკურორი იბარებდა ბიზნესმენებს. ბესო ხარძიანი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში არ ვიცი, მაგრამ დაიბარეს, იქ ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და პირდაპირ განუცხადეს, რომ კუს ტბაზე რომ ზიხარ უნდა გადაიხადო თანხა. მოგეხსენებათ, კუს ტბა მამაჩემის ერთ-ერთი ბიზნესი იყო, ეს თანხა დაუსახელა- 5 მილიონი დოლარი იყო. როდესაც მამაჩემმა გაიაზრა რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და ამ თანხების მოძიება დაიწყო, რომ გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა. ინგლისური კომპანიის მეშვეობით ეს თანხა გადაიხადა, იძულებული გახდა, რომ კუს ტბა ჩაედო ამ კომპანიაში და ამ თანხის გადახდა მოხერხდა. 5 მილიონი დოლარიდან მილიონ ხუთასი ათას დოლარად წნორში აყიდინეს გაურკვეველი ავტოფარეხი აუქციონის წესით, სადაც მარტო თვითონ იჯდა ამ აუქციონზე და ასე აყიდინეს ავტოფარეხიც.

      ასევე, იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაგვართვა სასტუმრო "აფხაზეთი" ძველი, ასეთი მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს, ეკა ნონიკაშვილს ჰქონდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ესეც დაგვინგრიეს. ისინი ხელოვნებასაც ეხებოდნენ, დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს. ათი მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის, ერთ-ერთი დაიჭირეს და მძევლად ჰყავდათ ეს ერთი ადამიანი და დანარჩენი ცხრა იძულებული გახდა, რომ სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ეჩუქებინათ. ასეთი წესი იყო მაშინ, მათი სტილი ეს იყო და ასე გაგრძელდა ქონების წართმევის ნაწილში", - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

      პარლამენტში, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს, პირველად განიხილება "ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე", რომელიც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს ეხება.

      სხდომაზე უკვე მოუსმინეს ხარძიანის შვილს, შეხვედრაზე მიწვეულები არიან ხარძიანისა და უდესიანის ადვოკატებიც.

      კომისიის წევრების განცხადებით, განიხილება 2011 წელს, ხარძიანის დაპატიმრების, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება და ბიზნესის წართმევა მოჰყვა.

      დღის ამბები
      მეტი