09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
აზერბაიჯანმა კონფლიქტური რეგიონის საჰაერო სივრცე დახურა

სომხური ვერტმფრენების ჩამოგდების შემდეგ, ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიების საჰაერო სივრცე დახურა.

გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე შესაბამისი პროცედურების დაცვით უკვე ეცნობა ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას.

„სომხური სამხედრო ვერტმფრენის უკანონო შემოსვლა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში არის აზერბაიჯანის მიმართ მიმდინარე ძალადობრივი პოლიტიკისა და აგრესიის, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის პოლიტიკის გაგრძელება,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კონფლიქტური რეგიონის საჰაერო სივრცე სომხეთის შეიარაღებული ძალების ორმა ვერტმფრენმა დაარღვია. ერთი მი-24 აზერბაიჯანულმა მხარემ ჩამოაგდო, რის შემდეგაც, მეორემ აღნიშნული ზონა დატოვა. მოგვიანებით კი სომხურმა მხარემ გააკეთა განცხადება,რ ომ ეს ვერტმფრენი ყარაბაღს ეკუთვნოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები