პირველი კომენტარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დროიებით მმართველად დანიშნული რეზო საყევარიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
"ვემორჩილები სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას," - განაცხადა საყევარიშვილმა. შეხვდა თუ არა ის ქიბარ ხალვაშს და რას გეგმავს მომალავში, ამ საკითხებზე საუბარი მან არ ისურვა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის განჩინება დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინ გააუქმა.