რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების იურისტებს თამაზ ურთმელიძის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი ჩაბარდა.
34 გვერდიან დოკუმენტში გაწერილია ყველა ის არგუმენტი, რომლის საფუძველზეც ურთმელიძემ რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს გადასცა.
"ჩათვალა, რომ მას წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა და ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული თანხა იყო შეუსაბამო. დაადგინა და ჩათვალო რომ მესაკუთრეები
უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ და ჩათვალა რომ ქიბარ ხალვაშს მიადგა ზიანი. მოსამართლემ არ ჩათვალა ამჟამინდელი მფლობელები კეთილსინდისიერად. შესაბამისად მათზე მისი აზრით
არ უნდა გავრცელდეს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია . წილი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამას პირდაპირ მიუთითებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი. წილი არის ისეთი უფლება რომელიც რეისტრირდება საჯარო რეესტრში. შესაბამისად დაცულია საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციის პრინციპით. თუმცა მან მიიჩნია, რომ რომ წილი არის მოძრავი ქონება და შესაბამისად გაავრცელა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები," - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ურთმელიძის 34 გვერდიანი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტებს 14 დღიანი ვადა აქვთ.