20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
მოსამართლე ურთმელიძეს ხალვაშის ერთადერთი მოწმის ჩვენება სრულად აქვს გაზიარებული

რუსთავი 2–ის ადვოკატები, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიის 100 პროცენტიანი წილები ქიბარ ხალვაშის გადაეცა ამბობენ, რომ ურთმელიძეს სრულად აქვს გაზიარებული ქიბარ ხალვაშის ერთადერთი მოწმის ჩვენება და მის მიერ მომზადებული დასკვნა.

ურთმელიძე გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შალვა ივანაშვილის ნააზრევი მისთვის ერთგვარი გზამკვლევი იყო.

მოპასუხეთა იურისტები აცხადებენ, რომ ექსპერტიც და მის მიერ მომზადებული დოკუმენტიც მიკერძოებული და არაპროფესიონალურია.

რუსთავი 2-ის იურისტისათვის გაუგებარია თამაზ ურთმელიძის არგუმენტაცია, რომლითაც მან ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არაკეთილსინდისიერ შემძენებად მიიჩნია.

პაატა სალიას თამაზ ურთმელიძის დასაბუთებასთან პრეტენზიები არ აქვს. მისი განცხადებით, მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულებებით იხელმძღვანელა.

მოსარჩელე ხალვაშის წარმომადგენელს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც მათ სარჩელის 4 პუნქტი არ დაუკმაყოფილდათ.

რუსთავი 2–ისა და მისი მფლობელების იურისტებს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების გასაჩივრება უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, დათო მაისურაძე, ირინა ჯორბენაძე. 

 

 

 

დღის ამბები