20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
უშიშროების სამსახური რუსთავი2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავი2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდნენ.

კომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და კახა კუბლაშვილი ტონირებულ მინებიან ტოიოტა კამრიში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდემცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ.

თითქმის ორსაათიანი დიალოგის მიზანი კუბლაშვილის გადაბირება იყო. მათი საუბრიდან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია, თვალთვალს აწარმოებენ კომპანიის ფინანსურ დირექტორზე.

მძღოლისგან კი სუს-ის წარმომადგენლები თანამშრომლობას ითხოვდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ. 

კახა კუბლაშვილი ამბობს, რომ ავტომობილში სამ პირთან ერთად იჯდა, რომელთაგან ერთი, კუბლაშვილის თქმით, ძალიან აქტიური იყო. 

რუსთავი2-ის ფინანსური დირექტორის მძღოლი აცხადებს, რომ სამი პირიდან ერთის ამოცნობას შეძლებს.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

დღის ამბები