20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
„ეს ადამიანები გამოგონილი ბრალდებით არიან დაკავებულები,"- ნუგზარ წიკლაური "რუსთავი 2"-ის აქციაზე დაკავებულებზე

საპარლამენტო უმცირესობამ რუსთავი 2-ის აქციაზე დაკავებული სამი პირის, მირიან დეისაძის, ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას, საქმეზე პარლამენტს რეზოლუციის დროულად მიღება მოითხოვა.

„ეს ადამიანები გამოგონილი ბრალდებით არიან დაკავებულები და მათ მეათედიც კი არ გააკეთეს იმისა რისთვისაც სხვა შემთხვევაში არ იყო მოთხოვნილი პატიმრობა. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. ესენი არიან არამხოლოდ პოლიტიკური პატიმრები, არამედ ადამიანები, რომლებიც თავიანთი აზრის გამო არიან დაპატიმრებულები,“-განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

უმცირესობის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს.

კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ისიც თუ რა მიზეზით, რისთვის, რა დანაშაულებრივი საქციელისთვის არის ესა თუ ის ადამიანი და იმ 3 ადამიანზე მაქვს საუბარი. ვფიქრობ, ეს მარტო დეპუტატის პიჯაკის გახევასთან არ არის დაკავშირებული, როგორც აქ იყო დასახელბული,“-გაანცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ. 

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები