რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები.
მომდევნო სხდომა ორშაბათს ჩაინიშნა. პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. გუშინდელ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.