03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ჩხუბი პეკინზე - „თავისუფალი ზონის“ და „თავისუფალი თაობის“ წევრები პოლიციაში გადაიყვანეს

„თავისუფალი ზონის“ და „თავისუფალი თაობის“ წევრები ერთმანეთს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ცემის შემდეგ დაუპირისპირდნენ.

„თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ ამ ოფისში, რათა გაერკვიათ  დაახლოებით 3 საათის წინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, ზაზა დავითაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  როგორც „ასავალ-დასავალის“ სხვა ჟურნალისტები ამბობენ, დავითაიას შეურაცხყოფა მიაყენა „თავისუფალი ზონის“ წევრმა, დავით გოგოხიამ, რომელიც სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

„თავისუფალი თაობის“ წევრების „თავისუფალი ზონის“ ოფისში მივარდნის შემდეგ  მათ  შორის მოხდა დაპირისპირება.  საპატრულო პოლიციამ ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები  პოლიციაში გადაიყვანა. თუმცა, პოლიციის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტება არ გაკეთებულა, ეს ადამიანები დაკავებულები არიან თუ მხოლოდ ჩვენების  მისაცემად წაიყვანეს.

ამ დრომდე ადგილზე შეკრებილნი არიან ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ ჩხუბის დაწყებაში და ორივე მხარე ამბობს, რომ  ადგილზე მობილიზირებულია 20-მდე საპატრუილო ეკიპაჟიც.  

 

 

დღის ამბები