14 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
"ეს რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში" - ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე

ევროპელი პარტნიორების მხრიდან მენტორულ ტონსა და მავნებლურ მიდგომებზე საუბრობენ მმართველ გუნდში საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

უმრავლესობისთვის, კაია კალასის განცხადების მსგავსად, პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგი მაგალითია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც. ჰააგის დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახავს, მმართველ ძალაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების შედეგს უწოდებენ. ​

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს რეზოლუცია პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას 2024 წლის არჩევნებზე.

"ეს რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანამ, მაშინ, როდესაც ნორმად იქცა მსოფლიოში ომები და არასტაბილურობა, სახელმწიფომ გადაწყვიტა ამ ომების მოჯადოებული წრიდან გამოსვლა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება იმ პოლიტიკური დაჯგუფების თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებმაც ვერ გადაყლაპეს ის, რომ ქვეყანამ დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, ბოლოს და ბოლოს დაიწყო სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვა", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები