19 ივლისი 2026,   22:03
ვრცლად
"ძალიან სანახაობრივი მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდა, ვნახეთ ბევრი აუტსაიდერის გაბრწყინება, საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან საინტერესო წყვილი ფინალში" - ბაჩანა ცხადაძე

სპორტი და რა თქმა უნდა, ფეხბურთი, განსაკუთრებულად უყვართ რუსთავშიც, სადაც ქომაგები საგულშემატკივროდ დღესაც შეიკრიბებიან. "რუსთავი 2-ისა" და მერიის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. კვების ზონები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფან ზონები და დიდი ეკრანი - დიდი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ყველაფერი მზად არის. 

საფეხბურთო კლუბ რუსთავის დირექტორის ბაჩანა ცხადაძის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატი სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა, სადაც არაერთმა აუტსაიდერმა გუნდმა თავი წარმატებით წარმოაჩინა. მისივე თქმით, ფინალში საინტერესო დაპირისპირება შედგება და ლიონელ მესისთვის ეს ჩემპიონატი მისი კარიერის შესაბამისი დასასრული იქნება.

"ძალიან სანახაობრივი მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც უხდება ამერიკას, ნამდვილი ამერიკული თრილერი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალიც სწორედ ასეთი იქნება. ვნახეთ ძალიან ბევრი აუტსაიდერის გაბრწყინება, როგორიც არის თუნდაც კაბო-ვერდე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გრანდებს ძალიან გაუჭირდათ ამ გუნდებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან საინტერესო წყვილი ფინალში და ვფიქრობ, რომ მესის ეს უკანასკნელი ჩემპიონატიც სწორედ ისეთი დამახასიათებელია, როგორსაც იმსახურებს ლიონელ მესი", - აცხადებს საფეხბურთო კლუბ რუსთავის დირექტორი ბაჩანა ცხადაძე.

დღის ამბები