27 ივლისი 2026,   16:48
ვრცლად
სოფლის განვითარების სააგენტომ, ქუთაისში, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს "აგრო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" წარუდგინა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ "აგრო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" წარუდგინა. 

ისაუბრეს პროგრამის მიზნებზე, პირობებსა და თანადაფინანსების შესაძლებლობებზე .

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ახალი პროექტი თუ ახალი გრანტი, საგრანტო პროგრამა იქნება თუ სხვადასხვა, იყოს სწორად მიწოდებული ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორც რეგიონებში, ასევე სოფლებში, და ის სიახლეები, რომლებსაც დღევანდელ დღეს ნერგავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მივიდეს ჩვენს ყველა თანამოქალაქემდე", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე.

დღის ამბები