03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
თავისუფალი თაობის წევრების დაკითხვა გრძელდება

საბურთალოს პოლიციაში ამ დრომდე მოწმის სტატუსით იკითხებიან “თავისუფალი თაობის” წევრები. მათ “თავისუფალი ზონის” ოფისში გუშინ საღამოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხავენ. მათი განცხადებით, ხაბაზის ორგანიზაციის წევრები თავად ამსხვრევდნენ ოფისში შუშებს, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.

პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ  დატოვეს “თავისუფალი ზონის” რამდენიმე წევრმა - ირაკლი ჩხვირკიამ, სოფო ჭელიძემ და  ალეკო კვახაძემ. მათ ადვოკატს გიორგი ონიანს კი შენობაში შესვლის დროს პრობლემები შეექმნა და მისი დაცვის ქვეშ მყოფები მხოლოდ 3 საათის შემდეგ მოინახულა. ონიანი აცხადებს, რომ დაკითხვის პროცესი ორივე მხარის მიმართ დარღვევებით წარიმართა და მოწმის სტატუსით დაბარებულ პირებს არ ეძელოდათ საშუალება ადვოკატის მომსახურებით ესარგებლათ. ადგილზე იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანიც.

დღის ამბები