09 სექტემბერი 2026,   13:22
ვრცლად
ქართულმა მხარემ იაპონიაში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა - ირაკლი მეზურნიშვილმა წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივი ურთიერთობები და იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა განიხილა

ქართულმა მხარემ იაპონიაში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. ირაკლი მეზურნიშვილმა წარმომადგენელთა პალატაში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობები და იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა განიხილა.

PABSEC-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, 4-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და ინვესტიციების მოსაზიდად დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიზნესის სიმარტივით მსოფლიოში მე-7 ადგილზე მყოფი საქართველო იაპონური კომპანიების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

"ჩვენ შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ მაისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ მეგობრობაზე და იაპონია ძალიან დიდი მეგობარია ჩვენი ქვეყნის. ყველა პლატფორმაზე საქართველო ძალიან აქტიურად უჭერს მხარს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას. ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის მთელი პოტენციალი და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.

დღის ამბები