03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
აფეთქების შედეგად ქუთაისში 29 წლის მამაკაცი დაშავდა

ქუთაისში აფეთქების შედეგად 29 წლის მამაკაცი დაშავდა. რომან მგალობლიშვილს სხეულის 90 პროცენტი აქვს დამწვარი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სათანადო მკურნალობა უტარდება. 

აფეთქება ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე დღეს დილით 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.

"კურიერის" ჟურნალისტთან საუბრისას თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ძლიერმა ტალღამ საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი კედელი გაანგრია. სულ დაზიანდა ათამდე საცხოვრებელი ბინა. 

 

 

 

დღის ამბები