03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
საია საყდრისის საქმეზე პროცესის შეჩერებას ითხოვს

ახალაგზრა იურისტთა ასოციაცია საქალაქო სასამართლოს მიმართავს შეაჩეროს მათი სარჩელის განხილვა საყდრისის საბადოს საქმეზე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ერთი პროცესი უკვე მიმდინარეობს სააპელაციოში, სადაც ამავე თემაზე განიხილება არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი.

საიას განმარტით უმჯობესია ჯერ ეს ერთი კონკრეტული საქმე დასრულდეს და ამის შემდეგ დაიწყოს მათი სარჩელის განხილვა. საყდრისის საბადოზე საიას ერთი სარჩელი უკვე დაკმაყოფილდა რის საფუძველზეც, საბადოს სადაო ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია. 

დღის ამბები