03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
„ისინი დაისჯებიან იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაადგენს ბრალეულობას," - კახა კახიშვილი

„ისინი დაისჯებიან იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაადგენს ბრალეულობას და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემიან და შემდგომში სასამართლო გაითვალისწინებს პროკურატურის არგუმენტებს,“ - ეს განცხადება  სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა იმ პირებზე გააკეთა, რომლებიც პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო საუბარი უწყების შიგნით გამოძიების სწორად ჩატარებაზე, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო, რომ საქმე პროკურატურას გამოეძიებინა.

მომხდარს კიდევე ერთხელ ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და აცხადებს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მონიტორინგის არსებობის დადებითი მხარე.

კოჟორიძე იმედს გამოთქვამს, რომ კამერები ჩართული იყო და მას აღბეჭდილი აქვს ყველაფერი, რაც დანაშაულის ჩადენის დროს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ შიდა კვლევას ატარებს ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციაც. სახალხო დამცველმა პროკურატურას გლდანის ციხის ყველა იმ თანამშრომლის გვარი გადასცა, რომლებიც შესაძლოა პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან მერვე დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.

ამავე თემაზე
დღის ამბები