03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
კოსმოსური მოწყობილობების განვითარებაზე კონფერენცია ჩატარდა

"მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები’’, - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა  დრეს ,,შერატონ მეტეხი პალასში’’. იგი მიუნხენისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების ორგანიზებით, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. კონფერენციის მიზანია კოსმოსური და მიწისზედა მოწყობილობების განვითარებისა და ახალი მიდგომების წარმოდგენა. დღესვე მოეწყო საქართველოში შექმნილი კოსმოსური რეფლექტორების დემონსტრირებაც. საერთაშორისო კონფერენცია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ,,რეფლექტორის’’ კოსმოსში გაყვანისა და წარმატებული ექსპერიმენტის მე-15 წლისთავს მიეძღვნა.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით ეს საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი დარგია და ის ევროკავშირის მიერ აღიარებულია როგორც პრიორიტეტული მიმართულება. ამ კუთხით კი ხაზგასასმელია, რომ საქართველოში ეს სკოლა უკვე 20  წელიწადზე მეტია წარმატებულად ფუნქციონირებს.

კონფერენციას კოსმოსურ სისტემებზე მომუშავე მსოფლიოს 42 ქვეყნის მეცნიერიც ესწრებოდა. 

დღის ამბები