03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ქართველი ლიდერების ბრძოლა დავოსისთვის - სტატია რუსულ "კომერსანტში"

"საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ახალი კონფლიქტი წარმოიშვა," - წერს რუსული გამოცემა "კომერსანტი", რომელიც ქვეყნის ლიდერების დაპირისპირებას სტატიას უძღვნის. "ამჯერად ისინი ვერ ახერხებენ მოილაპარაკონ, რომელი მათგანი უნდა წავიდეს დავოსში. მოწვევა ორივემ მიიღო, მაგრამ პრემიერს, რომელსაც კონსტიტუციით რეალური ძალუფლება აქვს, არ სურს დავოსში პრეზიდენტი მარგველაშვილი დელეგაციის შემადგენლობაში იყოს,” - წერს გამოცემა და იქვე განმარტავს, რომ პრეზიდენტი დავოსში პირადად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა დაპატიჟა.

"კონფლიქტი შეიძლება გადაეყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ მმიმართავს პრეზიდენტის მას," - განუცხადა "კომერსანტს" საკონსტიტუციო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა. 

მთავრობა ახლაც შეეცდება შეუზღუდოს პრეზიდენტს ამბიციები, რომელიც ახალი კონსტიტუციით ქვეყნის მეთაურია, თუმცა სიმბოლური უფლებები აქვს, - წერს რუსული გამოცემა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები