03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმების გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. რამდენიმე უბანში მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და პირველ სართულებზე შეაღწია. წყალდიდობის უბნებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანდათ.

ძლიერმა წვიმამ ქალაქის ელექტროსისტემაც დააზიანა და 600-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, თუმცა აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქსელის გამართული მუშაობა დღის ბოლოსთვის აღდგება.

ფოთის მერის განცხადებით, ქალაქის დატბორვის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემა და სატუმბი სადგარების არასაკმარისი რაოდენობაა.

ქალაქის მთავრობაში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც წყალდიდობით მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმას დასახავს.

დღის ამბები