03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
პარლამენტის ქუთაისის შენობასთან ხმაურია

ამ წუთებში ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკარების აქცია მიმდინარეობს. აქციის 50-მდე მონაწილე ხელისუფლებისგან გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ითხოვს. აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ აღებული მაღალპროცენტიანი კრედიტების დაფარვას ვერ ახერხებენ, რის გამოც ბინებიდან გასახლება ემუქრებათ.

აქციაზე ხმაური "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა, იპოთეკარების თქმით, მათი პრობლემების მოგვარება თავის დროზე არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისურვეს, რის გამოც ასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. რა ხდებოდა აქციაზე, ეკო მაღრაძის პირდაპირი ჩართვა ქუთაისიდან "კურიერში" 15 საათზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები