03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის ლიდერია

მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. მედიის თავისუფლების მონიტორინგი ამ ქვეყნებში ”ინტერნიუს უკრაინის” ინიციატივით ჩატარდა. კვლევა ორი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია გაზომოს საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების დონე. ჩატარებული კვლევის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერეთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს. ნინო ლომჯარიას აზრით კითხვარი, რომლითაც კვლევა ტარდება მოძველებულია და მასში დღეს არსებული პრობლემები არ არის ასახული.

დღის ამბები