03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობის რეაგირებას უშედეგოდ ელოდებიან

რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.

მემანქანეები, გამცილებლები და ტექნიკური პერსონალი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები მეცამეტე ხელფასის ჩარიცხვასთან, ზეგანაკვეთური საათების ანაზრაურებასთან და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაყოფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

ერთ-ერთი გაფიცული გიორგი ბაბუნაშვილი „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხებზე დაპირება ხელმძღვანელობისგან ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში მიიღეს, თუმცა დღემდე არც ერთი მათგანი არ შესრულებულა.  

„ჩვენ ვიფიცებით უვადოდ, სანამ ხელმძღვანელობა არ წამოვა ჩვენს მოთხოვნებზე, არ დავიხევთ უკან,“ - განაცხადა რკინიგზის მემანქანე გიორგი ბაბუნაშვილმა.  

რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები უწყებაში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ რკინიგზას სერიოზული პრობლემები აქვს.

მათივე თქმით, დღევანდელი გაფიცვის შედეგად თითქმის ყველა საკვანძო სადგური გაჩერებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები