03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ

ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და მისი ადვოკატები 2007 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება ოჯახს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მფლობელობაში გადასცა. თუმცა, მას იურიდიული ძალა არ აქვს.

დღესვე ამავე თემას ემზარ კვიციანის თანამოაზრე, ირაკლი ბათიაშვილიც გამოეხმაურია. მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო ემზარ კვიციანს 12-წლიან განაჩენს არ გამოუტანდა. ბათიაშვილი განმარტავს, რომ, თუკი სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, საპროტესტო აქციები დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები